შეხვედრა ბიზნესმენებთან - კვირის პალიტრა

შეხვედრა ბიზნესმენებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების ხელყოფას ვეღარავინ გაბედავს. მისივე თქმით, წინა ხელისუფლება ახერხებდა რეიტინგებში ადგილების მოპოვებას, მაგრამ ბევრი იყო ხელოვნურობა და სიყალბე. "ჩემი თხოვნა იქნება, თქვენს პარტნიორებს მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის და აქ არსებობს შეღავათიანი გადასახადი. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად, რეკლამა გაუკეთოთ ჩვენს ქვეყანას", - მიმართა ივანიშვილმა ბიზნესმენებს.