კოჰაბიტაციას სირთულეები ახლავს - კვირის პალიტრა

კოჰაბიტაციას სირთულეები ახლავს

საქართველოში ამერიკის კონგრესის დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის, ევრაზიისა და მოსალოდნელი საფრთხეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დანა რორაბაქერის განცხადებით, აშშ-ში კარგად იციან, რომ დემოკრატია არ არის მმართველობის ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე ზნეობრივი და სწორი ფორმაა.

"კარგად ვიცით, რა სირთულეებიც ახლავს კოჰაბიტაციას. ჩვენს ქვეყანაშიც ხშირად იჩენს თავს  "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის აზრთა სხვადასხვაობა. სრული წარმოდგენა გვაქვს იმ სირთულეებზე, რომელიც დემოკრატიულ პროცესებს სდევს თან, მაგრამ საქართველოს წარმატებას ვუსურვებდით იმ გზაზე, რომელზეც დგას", - განაცხადა დანა რორაბაქერმა.