ვიდეომასალა რობაქიძის საქმეზე - კვირის პალიტრა

ვიდეომასალა რობაქიძის საქმეზე

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა. ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ფირცხალავა და გურამ დონაძე აცხადებდნენ, კადრებით დასტურდება, რომ ახალგაზრდებს იარაღი ჰქონდათო. საქმეში ბრალდებული ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი თუ პოლიციის თანამშრომელი მთავარი პროკურატურის მხრიდან  ზეწოლასა და გამოძიების შეცდომაში შეყვანაზე ალაპარაკდა. ექსპერტების განცხადებით, ვიდეომასალას აშკარად ეტყობა მონტაჟი. ვიდეომასალამ ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები აღაშფოთა. ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ ყალბი კადრების გამავრცელებლების დასჯას და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც საქმის ფაბრიკაცია მოახდინა. პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეომასალას საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარდება (ვრცლად იხ. გვ. 5,12, სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).