"ნაციონალების" მიტინგი - კვირის პალიტრა

"ნაციონალების" მიტინგი

"ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილს რუსთაველზე მიტინგს გამართავს "მინდა  მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება.  ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომლის თქმითაც,  ხელისუფლებას უნდა  დაანახონ, რომ საქართველოს მომავალი  დასავლეთს უკავშირდება  და არა რუსეთს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).