"პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებდი" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებდი"

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" რომ გაემარჯვა, ის პოლიტიკიდან წავიდოდა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადანაცვლებას არ აპირებდა, რადგან ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დაიბლოკებოდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკიდან წასვლა ბრძოლის ველიდან გაქცევა იქნება.