პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლა სურს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლა სურს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, მისცენ საშუალება, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგეს ყოველწლიური ანგარიშით. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ექნება. "მისი გამოსვლა მოხდება თუ არა ცარიელ კედლებში, დამოკიდებულია მის გადაწყვეტილებაზე, გაიზიარებს თუ არა შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებას და პარლამენტს საკუთარ უფლებამოსილებას დაუბრუნებს", - აღნიშნა უსუფაშვილმა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).