"საბა" დაიწვა - კვირის პალიტრა

"საბა" დაიწვა

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარი გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეხანძრეებმა მის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი მოანდომეს. დამწვარია 6000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი, ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. დDაზარალდა ათობით მოვაჭრე. ზოგიერთ მათგანს საქონელი და მაღაზია დაზღვეული არ ჰქონდა. „"საბას" მფლობელი პაატა კაჭარავა არ გამორიცხავს, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს. ამას პასუხს მალე ექსპერტიზა გასცემს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).