გაზის ტარიფი შემცირდა - კვირის პალიტრა

გაზის ტარიფი შემცირდა

ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა. ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის ინფორმაციით, ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და იგი სადისტრიბუციო კომპანიას ბუნებრივ აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიაწვდის. "დაწყებულია ყველა იმ დანაპირების შესრულება, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა", - აღნიშნა კალაძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).