"გკოცნით თქვენი იურისტი" - კვირის პალიტრა

"გკოცნით თქვენი იურისტი"

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალების" მიერ ატეხილ  მის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს განცხადებით გამოეხმაურა: "ნათლად იკვეთება, რომ მომავალი რამდენიმე კვირა თანაარსებობის რთული პერიოდი იქნება. გახშირდება ვერბალური თავდასხმები მთავრობასა და მის წევრებზე. ჩემი, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრის ვალია, საზოგადოებას მივცე სიმშვიდის მაგალითი. ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ ვთვლი. მექნება ეთერი პირველ არხზე, რომლის დროსაც გაშუქდება ის მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტები, რაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩავატარე და თუ ჟურნალისტი ჩემი განათლებითაც დაინტერესდება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საზოგადოებას ამომწურავ პასუხს გავცემ. გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი თეა წულუკიანი", - ნათქვამია განცხადებაში.