ახალაიას ბრალი დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

ახალაიას ბრალი დაუმძიმდა

ყოფილ შს მინისტრ ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა. კერძოდ, მთავარმა პროკურატურამ "ციხის ბუნტის საქმე" გახსნილად გამოაცხადა, რომელშიც მთავარი ფიგურანტი ბაჩო ახალაიაა. პროკურატურის განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მოახდინა ახალაიამ ბუნტის პროვოცირება. მეორე ეპიზოდი შსს-ს თანამშრომლებს ეხება. კერძოდ, გამოძიების ცნობით, შს მინისტრობის პერიოდში ახალაიასთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე პოლიციელი "ქართულ ოცნებას" თანაუგრძნობდა. მისი ბრძანებით, პოლიციელები იაღლუჯას სასწავლო ცენტრში აიყვანეს, სადაც მათ მანამდე აწამებდნენ, სანამ ცნობილი მოვლენების გამო ახალაიამ შს მინისტრის თანამდებობა არ დატოვა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).