ბურჯანაძე დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

ბურჯანაძე დაჰკითხეს

პროკურატურაში "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 26 მაისის მოვლენების საქმეზე მოწმედ დაიკითხა. როგორც დაკითხვის შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, ყველა ეპიზოდს, განსაკუთრებით ადამიანის დაღუპვისა და დასახიჩრების ფაქტებს, ძირფესვიანად გამოიძიებენ. მისი შეფასებით, 26 მაისს აქცია კი არ დაშალეს, არამედ ჩატარდა ორგანიზებული სისხლიანი ოპერაცია, რასაც წინასწარი გეგმით ადამიანის მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა.