რეზოლუცია ჩავარდა - კვირის პალიტრა

რეზოლუცია ჩავარდა

საქართველოსა და ევროპარლამენტს ერთობლივი დოკუმენტი უნდა მიეღოთ, თუმცა რეზოლუცია იმის გამო ჩავარდა, რომ თავად ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალების" წევრები, დოკუმენტის შინაარსზე შეთანხმება ვერ შეძლო. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, რეზოლუციის პროექტში სააკაშვილის წარმომადგენლებმა მოინდომეს იმის ჩაწერა, თითქოს საქართველოში დეპუტატებზე ზეწოლაა, რაც მიუღებელია.  "თუმცა ამ საკითხის იქამდე მიყვანა, რომ საქართველო ევროკავშირში ვეღარ შევა, წარმოუდგენელია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.