შესაძლოა, სავიზო რეჟიმი შემსუბუქდეს - კვირის პალიტრა

შესაძლოა, სავიზო რეჟიმი შემსუბუქდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს გრიგორი კარასინს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ განაცხადა, რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხს განიხილავს. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებად მეცნიერება და ჯანდაცვა მოინიშნა. აბაშიძის ცნობით, სავაჭრო ურთიერთობის აღსადგენად გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სატრანსპორტო კავშირების აღსადგენად, კერძოდ, რეგულარული საავიაციო რეისების, ასევე, სატვირთო საავტომობილო მიმოსვლის განახლებისთვის.