სკანდალი "საზმაუწყებელში" - კვირის პალიტრა

სკანდალი "საზმაუწყებელში"

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა  საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებას მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

მისივე თქმით, არხის ხელმძღვანელს გიორგი ბარათაშვილს სურდა, რომ კახეთში სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის თემა და პრემიერის ბრიფინგები მხოლოდ პოზიტიურად გაშუქებულიყო.

ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ბარათაშვილი ირაკლი ტრიპოლსკის ნათესავია. საპასუხოდ, ბარათაშვილმა ბერძენიშვილი სიცრუეში დაადანაშაულა და მისი გათავისუფლების მიზეზად სამეთვალყურეო საბჭოს 4 თებერვლის გადაწყვეტილებით საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება დაასახელა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).