ბიზნესტერორის ფაქტები - კვირის პალიტრა

ბიზნესტერორის ფაქტები

მთავარი პროკურატურა ყოფილი ხელისუფლების მიერ ბიზნესის შევიწროების კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. რაბათის ციხის მშენებლობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა საინტერესო ფაქტებს მიაკვლიეს. კერძოდ, ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში 14.400 ლარად შეფასებული მეცხოველეობის კომპლექსი შპს "ჯორჯიან ინვესტმა", რომლის დირექტორი ჯუანშერ მანშია იმ დროს გლდანის ციხეში იჯდა, 4 მლნ 949 ათას 500 ლარად შეიძინა. სოფელ ტატანისში 11 ათას ლარად შეფასებული კულტურის სახლი ფიზიკურ პირს, ეფრაიმ გურს 409.200 ლარად შეუძენია, ხოლო ჭვინთაში 8 ათასად შეფასებული ბიბლიოთეკა - შპს "ბემონს" მილიონ 900 ათას ლარად. პროკურატურის ცნობით, აუქციონში მონაწილეები აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლას ახდენდნენ.