"სასამართლოსგან სირთულეები გვაქვს" - კვირის პალიტრა

"სასამართლოსგან სირთულეები გვაქვს"

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სასამართლო გაუგონარ  სირთულეებს ქმნის. ღარიბაშვილმა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერთან დაკავშირებული ეპიზოდები მტკიცებულებებით გამყარებული იყო, მაგრამ სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, - ბრალდების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. "ყაჩაღობაზე დავიჭირეთ პირი, ნიღბით, ავტომატით, სასამართლომ კი 5.000-ლარიანი გირაოთი გაუშვა. ეს კატასტროფაა. ისინი წახალისებას უკეთებენ კრიმინალს. ეს არ არის სასამართლო, მაგრამ ჩვენ ამას მალე გამოვასწორებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).