კუბლაშვილს გადააყენებენ? - კვირის პალიტრა

კუბლაშვილს გადააყენებენ?

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა საქმეების შესწავლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. გამოძიება ორი მოსამართლის საქმეს სწავლობს, რომლებსაც, არსებული ინფორმაციით, უმაღლესი იურიდიული განათლება არა აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების აზრით, თუ დადასტურდა, რომ უდიპლომო მოსამართლეების შესახებ კუბლაშვილმა იცოდა, არ არის გამორიცხული, მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის შესაძლებლობას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ზემოხსენებულ ორ მოსამართლეს ნამდვილად აქვს იურიდიული განათლება (ვრცლად იხ. გვ. 13, 31).