სკანდალური განცხადებები - კვირის პალიტრა

სკანდალური განცხადებები

გასულ კვირას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა. მან ჯერ განაცხადა, რომ ქართული ბანკების ყიდვას რუსული ფინანსური ინსტიტუტები აპირებენ, მათ შორის "სბერბანკი", "ალფა ბანკი" და "გაზპრომბანკი". სააკაშვილის ამ განცხადებას საბანკო სექტორში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბანკებმა რაიმე მოლაპარაკება უარყვეს, ექსპერტებმა კი პრეზიდენტს მოუწოდეს, საბანკო სექტორის თაობაზე გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო განცხადებები არ გააკეთოს. აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა ბრძანა, რომ რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი, ვინმე სადიკოვის მეთაურობით. სააკაშვილის თქმით, მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა ილჰამ ალიევთან, როგორც საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა. მისივე თქმით, სადიკოვის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის ბრძოლაა. ახალი ხელისუფლების წევრებმა და ექსპერტებმა სააკაშვილი უპასუხისმგებლო განცხადებებში დაადანაშაულეს (ვრცლად იხ. გვ. 12).