უარი დაცვაზე?! - კვირის პალიტრა

უარი დაცვაზე?!

პრეზიდენტმა დაცვის სამსახურით სარგებლობაზე უარი თქვა. სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მაგივრად თავისი დაცვის ყოფილი უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დანიშნა. სააკაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლება დაცვის თემით ვაჭრობდა და პრეზიდენტის საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმებას ცდილობდა. თუმცა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სააკაშვილი სულ მცირე 1000-კაციან დაცვის სამსახურს ითხოვდა და 350-კაციანი "არ ჰყოფნიდა". სააკაშვილი თბილისის ქუჩებში ლურჯი "ნისანის" ელექტრომობილით გადაადგილდება, რომლის საჭესთანაც თავად ზის. თუმცა დაცვის ესკორტი პრეზიდენტის მოძრაობის მიმდებარე ტერიტორიას მაინც აკონტროლებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).