"უნდა ვაღიაროთ შეცდომები " - კვირის პალიტრა

"უნდა ვაღიაროთ შეცდომები "

გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველო სულ განსაცდელის წინაშეა და მადლობა ღმერთს, ხშირად ამ განსაცდელებს ღირსეულად ვაღწევთ თავს. "ჩვენი ქვეყნის ხსნა ჩვენივე თავშია. აუცილებელია შეხმატკბილება. უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, ვაღიაროთ შეცდომები და განვლილი ცხოვრება გამოვასწოროთ. ყოველთვის კარგს ვერ გააკეთებ. თუმცა, ვისაც სწორად ცხოვრება სურს, უნდა მიეცეს საშუალება, თავის ქვეყანაში იცხოვროს და იყოს საკუთარი ქვეყნის ღირსეული შვილი. უფალმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეყო ამდენი უბედურება და დაგვაყენა ისეთ გზაზე, რომ ხალხმა ცოტა შვება ნახოს. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. გარეთ ერთმანეთზე ცუდის ლაპარაკი და დაბეზღება სწორი არ არის. მაბეზღარები ჩვენვე არ გვიყვარს და უცხოეთში ვის ვეყვარებით. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ", - ბრძანა მეუფე იაკობმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).