გრიპის ვირუსი და წითელა გვიტევს - კვირის პალიტრა

გრიპის ვირუსი და წითელა გვიტევს

ბოლო მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსით 22 კაცი დაიღუპა, დაავადებულთა რაოდენობა კი 293 კაცს შეადგენს. საქართველოში წითელას ინფექციამაც იფეთქა - ამ დაავადების 111 შემთხვევა აღინიშნა, მათგან 101 თბილისში.

შედარებისთვის - 2012 წელს საქართველოში წითელას სულ 31 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციასთან დაკავშირებით სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ექსპერტები ინფექციის მიზეზად 2008 წელს ჩაშლილ წითელას იმუნიზაციას ასახელებენ.