სამეურვეო საბჭოს გადადგომას ითხოვენ - კვირის პალიტრა

სამეურვეო საბჭოს გადადგომას ითხოვენ

საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლების საკითხს იხილავდნენ, მოულოდნელი შედეგით დასრულდა - საბჭომ გენდირექტორობიდან გაათავისუფლა გიორგი ბარათაშვილი. ამან მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფმა სამეურვეო საბჭოს უნდობლობა გამოუცხადა და მისი გადადგომა მოითხოვა. გიორგი ბარათაშვილი კი, საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საია, მიიჩნევს, რომ ბარათაშვილი თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს (ვრცლად იხ. გვ. 41, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).