მორიგი დარღვევები - კვირის პალიტრა

მორიგი დარღვევები

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თავდაცვის სამინისტროში გასულ წლებში გაწეული არამიზნობრივი ხარჯების მორიგი ფაქტები გამოავლინა. კერძოდ, უწყების ცნობით, 2009 წელს უწყებამ კომპანია "ტრეიდ ალიანს ჯგუფისგან" შეიძინა უკრაინაში წარმოებული 1.650.000 დოლარის ღირებულების 3.000 ცალი ჯავშანჟილეტი, რომლებიც უხარისხო აღმოჩნდა, ანუ გამტარი იყო როგორც პისტოლეტის, ისე ავტომატის ტყვიისთვის. ამ საქმეში ოლეგ მელნიკოვი ფიგურირებს. გენინსპექციამ კიდევ ერთი დარღვევა გამოავლინა, რომელიც უკვე დიმიტრი შაშკინის მინისტრობას ეხება - უწყების ცნობით, წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობა" შეიარაღებული ძალების საწვავს მოიხმარდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).