შაშკინი დაბრუნდა
11-03-2013
შაშკინი დაბრუნდა
სასჯელაღსრულების, განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. მან პრესკონფერენციაც გამართა და აღნიშნა, რომ მზად არის, ყველა საგამოძიებო უწყებას კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცეს. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მისი სასჯელაღსრულების მინისტრობისას ციხეებში მხოლოდ გადატვირთულობის პრობლემა არსებობდა და პატიმრებს არავინ ეხებოდა. განათლების მინისტრობისას, პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების გათავისუფლებაზე კი პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან მასწავლებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი. ხოლო თავდაცვის მინისტრად მუშაობისას საკუთარი თავისთვის არც პრემიები გამოუწერია და არც სახსრების
არამიზნობრივ ხარჯვაზე იცოდა არაფერი. "სწორედ მე გავათავისუფლე მეგის  ქარდავა სამხედრო პოლიციის უფროსის პოსტიდან, რადგან სამხედრო პირებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა" - განაცხადა დიმიტრი შა\შკინმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).


რედაქტორის რჩევით