ვენეციის კომისიის დასკვნა
11-03-2013
ვენეციის კომისიამ საქართველოს "საერთო სასამართლოების შესახებ" პროექტზე იმსჯელა და დასკვნაც შეიმუშავა. 9 მარტს დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული, თუმცა ყველა მხარე კმაყოფილებას გამოთქვამდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ თუ ახალ მოდელზე გადასვლის გამო დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი ვერ დააკმაყოფილებს სტანდარტს, მას შეიძლება, შეუწყდეს უფლებამოსილება. "ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ მოქმედი სისტემა, მათ შორის მოსამართლეთა თვითმმართველობის ნაწილში, არის შესაცვლელი", - აღნიშნა უსუფაშვილმა. საქართველოს უზენაესი
სასამართლოს ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ მათი შენიშვნებიც გაითვალისწინა: "ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით