პრეზიდენტი ხელს არ აწერს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი ხელს არ აწერს

საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, პრეზიდენტს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცხრა ელჩის დანიშვნის ბრძანებისთვის ხელი არ მოუწერია. "თუკი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პატივს სცემს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მაშინ რა უდგას წინ იმას, რომ სწორედ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ბრძანებებს მოაწეროს ხელი. მან უარი არ თქვა მათ წარდგინებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კანდიდატურებს ეთანხმება, ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია პროცესის ამგვარად ხელოვნური გაჭიმვა" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.