კომუნიკაციების კომისიას შეამოწმებენ - კვირის პალიტრა

კომუნიკაციების კომისიას შეამოწმებენ

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება. დადგენილების პროექტი 75 ხმით 1-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნა რამდენიმე კომპანიის გენერალური დირექტორების განცხადებების განხილვის შემდეგ გადაწყვიტა, რომლებიც კომუნიკაციების კომისიის წევრების მხრიდან რიგ დარღვევებს ეხებოდა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის შეფასებით, გამოიკვეთა დარღვევები, კერძოდ, ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევას.