როდის ჩავა ივანიშვილი აშშ-ში - კვირის პალიტრა

როდის ჩავა ივანიშვილი აშშ-ში

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აშშ-ს შიდაპოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგების შემდეგ ეწვევა. "ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, რომ ყოფილი ხელისუფლება ოსტატურად ახერხებს ცრუინფორმაციის ჩატანას ამერიკაშიც და ევროპაშიც. მინდა, შიდაპოლიტიკური ურთიერთობები დავალაგო და მერე ჩავიდე იქ. მინდა, კითხვები აღარ დარჩეს ჩვენს ხელწერასთან დაკავშირებით. არ მსურს ძირითად პარტნიორებთან ჩავიდე ისე, რომ კითხვები იყოს ჩვენს ურთიერთობებზე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი გაიზარდოს საქართველოს მიმართ და პირიქით არ მოხდეს.