ივანიშვილი კუბლაშვილს შეხვდა
11-03-2013
ივანიშვილი კუბლაშვილს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს შეხვდა. ივანიშვილმა კუბლაშვილთან შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, "საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო სამართლიანია". მისი თქმით, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სასამართლო მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა გახდეს.  კოტე კუბლაშვილიც ეთანხმება იმაში, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ სკეპტიციზმი არსებობს. პრემიერის განცხადებით, ახალი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ შეეცდება სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს და პროცესებში ჩაერიოს. შეხვედრას საინტერესო უწოდა კუბლაშვილმაც
და აღნიშნა, - სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს კორუფციისა და ნებისმიერი პოლიტიკოსის ჩარევისაგან.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით