პრეზიდენტის ინიციატივა ჩააგდეს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ინიციატივა ჩააგდეს

პარლამენტმა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსურ-საგადასახადო-ეკონომიკური დანაშაულის ამნისტიის შესახებ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო. სააკაშვილის საკანონმდებლო პაკეტს მხარი მხოლოდ უმცირესობამ დაუჭირა. უმრავლესობის წევრები მიიჩნევდნენ, რომ პრეზიდენტს თავისი "ნაციონალური" ბიზნესის გადარჩენა სურს. უმცირესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით პარლამენტი ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს.