მეორე რაუნდი - კვირის პალიტრა

მეორე რაუნდი

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კანცელარიაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, პრეზიდენტმა კვლავ  ვერ მოახერხა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. "კანონპროექტი პარლამენტში მარტის ბოლოს მაინც გავა, ხოლო თუ ვერ გავა, არაფერი მოხდება, გარდა იმისა, რომ„"ნაციონალური მოძრაობა" თავს შეირცხვენს. სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნების არანაირი ალბათობა არ არსებობს და ეს პირადად პრეზიდენტსაც ვუთხარი. "ნაციონალებს" ქუჩის პატარა აქციების და შეხლა-შემოხლის გამოწვევის რესურსიც კი არ აქვთ" - აღნიშნა პრემიერმა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ სურს, "ნაციონალებმა" და სააკაშვილმა მოახერხონ საზოგადოების ღირსეულ წევრებად დარჩენა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "შეხვედრისას პრემიერი დარწმუნდა, რომ ჩემგან საფრთხე არ ელოდება. არ ვაპირებ მთავრობის დათხოვნას და უნდა შე\წყდეს ყველანაირი სპეკულაცია. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე, არის ის, რომ დემოკრატიული სივრცე შევინარჩუნოთ ქვეყანაში და შევქმნათ საკონსტიტუციო სტაბილურობის რაღაც შესაძლებლობა მაინც" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).