"მრავალშვილიან ოჯახებს უნდა დავუბრუნდეთ" - კვირის პალიტრა

"მრავალშვილიან ოჯახებს უნდა დავუბრუნდეთ"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ შობადობასთან დაკავშირებით კრიტიკული მდგომარეობაა.

"თქვენ იცით, კრიტიკული მდგომარეობაა, ძალიან გვაკლია ჩვენ შობადობა. ამიტომ ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმ წესებს, რომლითაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. მრავალშვილიან ოჯახებს უნდა დავუბრუნდეთ, ისეთ ოჯახებს, სადაც სიყვარულით და პატივისცემით იცხოვრებენ მამები, დედები, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და აღარ ექნება ახალგაზრდობას იმის ფიქრი, რით შევინახოთ ჩვენი შვილებიო" - ბრძანა პატრიარქმა ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობის შემდეგ სამების ტაძარში ქადაგებისას.