"მამის პორტრეტი" იპოვეს
პოლიციამ აღმოაჩინა შვიდი წლის წინ სერბეთის მუზეუმიდან მოპარული რემბრანდტის სურათი ""მამის პორტრეტი"". XVII საუკუნის ნიდერლანდელი ხელოვანის სურათი პოლიციამ მუზეუმიდან 65 კმ დაშორებით იპოვა. სურათის ღირებულება 3 მლნ ევროა. 2006 წელს მუზეუმიდან რემბრანდტის გარდა, მოიპარეს რუბენსისა და პიერ-ფრანჩესკო მოლას სურათები. მათი ძებნა გრძელდება. დაკავებულია ოთხი პირი.