ბაქოშო აქცია დაშალეს - კვირის პალიტრა

ბაქოშო აქცია დაშალეს

ბაქოში, შადრევნების მოედანზე გამართულ არასანქცირებულ აქციაზე 100-მდე კაცი დააკავეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები. პროტესტის მიზეზი აზერბაიჯანულ არმიაში წვევამდელების გახშირებული სიკვდილი გახდა. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაკავებულთაგან უმეტესობა ამ დროისთვის გათავისუფლებულია, მხოლოდ ოთხი დაკავებულის დაპატიმრების საკითხი უნდა გადაწყდეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ 2013 წელს აზერბაიჯანის ჯარში 15 ახალგაზრდა დაიღუპა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ze-ზე).