ახალი პაპი აირჩიეს
18-03-2013
ახალი პაპი აირჩიეს
რომის ახალი, 266-ე პაპი გახდა არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო. ახალი პაპი 76 წლისაა. ის ისტორიაში პირველი იეზუიტია, რომელიც პონტიფიკოსი გახდა. მან თვითონ აირჩია სახელი და ამიერიდან ის მოიხსენიება, როგორც ფრანცისკი. პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი - 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი აშშ-ს. პირველ დღეს კანდიდატის შერჩევა ვერ შეძლეს. 2005 წელს რომის პაპის არჩევას ოთხი ეტაპი დასჭირდა, ამჯერად ახალი პაპის
არჩევას კარდინალებმა მხოლოდ ორი დღე მოანდომეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ze-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით