"პალიტრა TV"-ს გადაცემების ნახვა "კავკასუს ონლაინის" აბონენტებსაც შეუძლიათ
18-03-2013
"პალიტრა TV"-ს გადაცემების ნახვა "კავკასუს ონლაინის"  აბონენტებსაც შეუძლიათ
"პალიტრა TV"-მ საკაბელო მაუწყებლობა კიდევ გააფართოვა. ტელევიზიის გადაცემების ნახვა უკვე საკაბელო ოპერატორის "კავკასუს ონლაინის" აბონენტებსაც შეუძლიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "პალიტრა TV"-ს დირექტორმა ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია უკვე მაუწყებლობს საკაბელო ოპერატორების "გლობალ TV"-ს, "ა+ბ"-ს, "სტუდია TV"-ს,  "დიდგორი -2"-ის და "ინტერ თივის" მეშვეობით. უახლოეს დღეებში "პალიტრა TV"-ს გადაცემების ნახვა "სილქ თივი"-ს აბონენტებსაც შეეძლებათ. იმავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ოპერატორთან, რომლებიც უახლოეს მომავალში "პალიტრა TV"-ს თავის ქსელში ჩართავენ. დღის განმავლობაში "პალიტრა TV"-ს ეთერი მრავალფეროვან
გადაცემებს ეთმობა - საინფორმაციო გამოშვებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუები და შემეცნებით-გასართობი პროექტები. ახლო მომავალში იგეგმება ქართულ ენაზე გახმოვანებული მაღალრეიტინგული თურქული სერიალის "ეზელის" ჩვენება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით