ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება

"მთავრობის ცვლილების შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ჩემი საუბრები ისმინებოდა", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი განმარტებით, ეს მან გასულ კვირას პროკურატურაში შეიტყო. "ამას თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით აკეთებდა  სამხედრო პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი ახალი თანამშრომელი... მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი? ვისი დავალებით აკეთებდა ამას", - განაცხადა ოქრუაშვილმა. მისი ბრალდება ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ze-ზე).