გუნავას ბრალი მოუხსნეს - კვირის პალიტრა

გუნავას ბრალი მოუხსნეს

პროკურატურამ თენგიზ გუნავას იარაღის შეძენა-შენახვა ტარებისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-მოხმარების ბრალდება მოუხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ბრალდება გუნავას პროცესუალური დარღვევებით წაუყენეს. ბრალის მოხსნის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ამ ბრალდებაზე გუნავას აღმკვეთ ღონისძიებად 10-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ბრალის მოხსნასთან ერთად, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რაც შეეხება სხვა ბრალდებას, რომელიც სახელმწიფო ქონების გაფლანგვას გულისხმობს, ამ ბრალდებაზე საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 26 მარტს ჩაინიშნა.