იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა შეიცვლება - კვირის პალიტრა

იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა შეიცვლება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა აუცილებლად შეიცვლება. "ვენეციის კომისიამ ძალზე მნიშვნელოვანი რამ თქვა, - კერძოდ, რეფორმას, რომლის ავტორია იუსტიციის სამინისტრო, მოსდევს პროგრესი და ის ჩვენს მართლმსაჯულებას აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, ამიტომ, ბუნებრივია, მთავრობა კმაყოფილია. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას, ის აუცილებლად შეიცვლება. ამას ეთანხმება ვენეციის კომისია და რომც არ ეთანხმებოდეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეცვლას საჭიროებს. ვენეციის კომისია ეთანხმება იმას, რომ პრეზიდენტს აღარ ჰყავდეს იქ წევრები, რომ დეპუტატები აღარ იყვნენ იუსტიციის საბჭოში და ეთანხმება იმასაც, რომ არ შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კორპუსს წარმოადგენდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეები, გამომდინარე იქიდან, რომ რვა მოსამართლე წევრიდან ექვსი წევრი თავმჯდომარეა. ასე რომ, ეს თავმჯდომარეები უნდა შეიცვალონ", - განაცხადა წულუკიანმა.