კონკურსი შეჩერდა - კვირის პალიტრა

კონკურსი შეჩერდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო. მოსამზადებელი სხდომა 8 აპრილს დაინიშნა. ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე ღია კონკურსი. გიორგი ბარათაშვილი სამეთვალყურეო საბჭომ 4 მარტს თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ინტერესებს საია-ს იურისტები იცავენ.