ეკლესია პირველ ადგილზეა - კვირის პალიტრა

ეკლესია პირველ ადგილზეა

IRI-ს ახალი კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების ნდობის რეიტინგში ეკლესია, 95%-ით პირველ ადგილზეა. მას 91%-ით მოჰყვება ჯარი, მესამე ადგილზეა პოლიცია - 89%-ით. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას მხარს უჭერს. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაპატიმრებას, გამოკითხულთა 51% ზოგიერთი მათგანის დაპატიმრებას ემხრობა, 30% - ყველა მათგანის, 12% - არც ერთი მათგანის დაპატიმრებას, ხოლო 7% კითხვას არ პასუხობს, ან ამბობს, რომ არ იცის. კვლევა შეეხო "ქართული ოცნების" ლიდერთა რეიტინგსაც. ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 88% უჭერს მხარს, მეორე ადგილს 84%-ით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იკავებს, მესამე პოზიციას 83%-ით კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. 79%-ით ხუთეულში მოხვდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხოლო 76%-ით შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ze-ზე).