ეკლესია პირველ ადგილზეა
18-03-2013
ეკლესია პირველ ადგილზეა
IRI-ს ახალი კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების ნდობის რეიტინგში ეკლესია, 95%-ით პირველ ადგილზეა. მას 91%-ით მოჰყვება ჯარი, მესამე ადგილზეა პოლიცია - 89%-ით. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას მხარს უჭერს. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაპატიმრებას, გამოკითხულთა 51% ზოგიერთი მათგანის დაპატიმრებას ემხრობა, 30% - ყველა მათგანის, 12% - არც ერთი მათგანის დაპატიმრებას, ხოლო 7% კითხვას არ პასუხობს, ან ამბობს, რომ არ იცის. კვლევა
შეეხო "ქართული ოცნების" ლიდერთა რეიტინგსაც. ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 88% უჭერს მხარს, მეორე ადგილს 84%-ით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იკავებს, მესამე პოზიციას 83%-ით კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. 79%-ით ხუთეულში მოხვდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხოლო 76%-ით შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ze-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?