არეულობა აგრარულში - კვირის პალიტრა

არეულობა აგრარულში

ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყვიტა, რასაც სტუდენტთა პროტესტი მოჰყვა. მათ რამდენიმე აქცია გამართეს და ავტორიზაციის აღდგენა მოითხოვეს. უნივერსიტეტის მფლობელმა კახა ბენდუქიძემ კი განაცხადა, რომ ეს ანგარიშსწორებაა. სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს პრეზიდენტმა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებმა. განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა კი სტუდენტებს მოუწოდა, ნუ გახდებიან ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები. "პატივცემულო სტუდენტებო, ნუ გახდებით ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები. თუ თქვენ მაინც გააგრძელებთ ამას და მიჰყვებით მას თავის ბინძურ თამაშში, რადგან ამ ადამიანს ცხოვრებაში სუფთა თამაში არ უთამაშია, მე მაინც ვიზრუნებ თქვენზე", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს. სავარაუდოდ, უნივერსიტეტს ავტორიზაცია უახლოეს დღეებში აღუდგება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ze-ზე).