პასუხი ევროპიდან
18-03-2013
ბიძინა ივანიშვილის წერილის პასუხად "ევროპის სახალხო პარტიამ" გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც პარტია საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს სამოქმედო გეგმას ასოციაციის შეთანხმების შესასრულებლად. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ პარტია სინანულს გამოთქვამს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და პირველად არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარების შემდეგ, კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრების საქმეში უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა ზიანი მიაყენა საქართველოს იმიჯს. აქედან გამომდინარე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების
დასრულების შემდეგ, ხელშეკრულებაზე ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ხელმოწერასა და რატიფიცირებას საფრთხე ემუქრება. დეკლარაციაში პუნქტებად არის მოყვანილი ის სფეროები, სადაც პარტია ხარვეზების გამოსწორებას ითხოვს. ეს არის დემოკრატიულობა, ობიექტური სასამართლო და თავისუფალი მედია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით