ღია წერილი ევროპას
18-03-2013
ღია წერილი ევროპას
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ევროპის სახალხო პარტიას" ღია წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ ქართველ საზოგადოებას აქვს კითხვები პოლიტიკური ძალების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მიესალმებოდნენ ძალადობაზე, ღირსების შელახვაზე, დამცირებაზე, სიღატაკესა და უიმედობაზე დამყარებულ ფასადურ დემოკრატიას და დღეს მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას. პრემიერის წერილში დეტალურადაა საუბარი ბოლო წლების ელიტურ კორუფციაზე, აქციების დარბევაზე, ძალადობაზე, უკანონობაზე თითქმის ყველა სფეროში - დაწყებული მართლმსაჯულებით და დამთავრებული არჩევნებით. პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუციური დიქტატორის როლი მოირგო. "იქნებ თქვენგან, დიდი
გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებისგან, მაინც მივიღოთ პასუხი, ნორმალურად და დემოკრატიასთან თავსებადად მიგაჩნიათ თუ არა, პრეზიდენტი მთავრობას ნიშნავდეს ისე, რომ პარლამენტს არაფერს ეკითხებოდეს? იცით კიდევ ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ასეთი სისტემა მოქმედებს? და თუ ამ ორ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაქვთ, ნორმალურად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ იდეის
ავტორი და დამცველი პოლიტიკური გაერთიანება თქვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია?" - ნათქვამია წერილში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით