"ავადმყოფობა ცოდვიდან იწყება"
18-03-2013
"ავადმყოფობა ცოდვიდან იწყება"
"ავადმყოფობა ცოდვიდან იწყება", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების ტაძარში ქადაგებისას. "ადამიანის წინაშე მრავალი საკითხი პრობლემად დგას. ადამიანი ცდილობს თავისი ძალით, თავისი გონებით გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სწავლობს ადამიანი და ვერ დასძლია, არის თვითონ ადამიანი. ვინ არის ადამიანი? ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად და მსგავსად. ხატება ღვთისა არის უდიდესი ჯილდო, რომელიც უფალმა ადამიანს მიამადლა, მაგრამ ადამიანმა ბოლომდე ვერ გაიგო,
თუ ასეთი ღირსებით დაჯილდოვდა, რატომ დაეცა, რატომ დაკარგა სამოთხე. ყველაზე რთული საკითხია შეცნობა საკუთარი თავის. ჩვენ უფრო ხშირად ვსჯით სხვებს, რა არის მასში კეთილი თუ ბოროტი, ვიდრე ჩვენს საკუთარ თავში", - აღნიშნა უწმინდესმა. მისი თქმით, ადამიანისათვის უმთავრესია, შეიცნოს საკუთარი თავი, რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე და
საით მიდის, რომ "ცოდვა არის ხორცმეტი და ავადმყოფობაც ხორცმეტია, ცოდვიდან იწყება ავადმყოფობა".











მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით