სარკოზის ბრალი წაუყენეს
25-03-2013
სარკოზის ბრალი წაუყენეს
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს. მას სამართალდამცველები ედავებიან, რომ L'OREAL-ის მფლობელ ლილიან ბეტანკურისგან ფული უკანონოდ აიღო. გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიისას სარკოზიმ ბეტანკურისგან 150 ათასი ევრო აიღო. არადა, საფრანგეთის კანონმდებლობა პრეზიდენტობის კანდიდატს ფიზიკური პირისგან 4,6 ათას ევროზე მეტის მიღებას უკრძალავს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების წაყენებამდე სარკოზის სახლი და კაბინეტი გაჩხრიკეს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით