წელს პარლამენტის თბილისში გადატანა ვერ მოხერხდება - კვირის პალიტრა

წელს პარლამენტის თბილისში გადატანა ვერ მოხერხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2013 წელს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანა ვერ მოხერხდება.  "პარლამენტზე ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი, პარლამენტი, 100%-იანი გარანტიით, აუცილებლად გადავა თბილისში, თუმცა ექსპერტებისგან მივიღეთ დასკვნა, რომ ეს, შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ვერ მოხერხდება", - აცხადებენ უმრავლესობაში.