"პალიტრაTV"-ს გადაცემების ნახვა SilkTV-ს აბონენტებსაც შეუძლიათ - კვირის პალიტრა

"პალიტრაTV"-ს გადაცემების ნახვა SilkTV-ს აბონენტებსაც შეუძლიათ

"პალიტრათV"-მ საკაბელო მაუწყებლობა კიდევ გააფართოვა. ტელევიზიის გადაცემების ნახვა უკვე საკაბელო ოპერატორის- "SilkTV"-ს აბონენტებსაც შეუძლიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "პალიტრაTV"-ს დირექტორმა, ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია უკვე მაუწყებლობს საკაბელო ოპერატორების "კავკასუს ონლაინის", "გლობალ ტTV"-ს, "ა+ბ"-ს, "სტუდია TV"-ს, "დიდგორი-2"-ის და "ინტერ TV" მეშვეობით.

1-ლი აპრილიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 19:30-ზე "პალიტრა TV" მაღალრეიტინგული თურქული სერიალის "ეზელის" ჩვენებას იწყებს.