ვანუატუ უარყოფს - კვირის პალიტრა

ვანუატუ უარყოფს

ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ქვეყანამ დიპლომატიური კავშირი დაამყარა აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. "აფხაზეთის საკითხი გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული. თავის დროზე, მთავრობის წევრების მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ განიხილებოდა აფხაზეთთან ფორმალური ურთიერთობების დაწყების საკითხი. ამჟამად ეს საკითხი აღარ განიხილება", - აცხადებს ვანუატუს საგარეო საქმეთა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონი კუანაპო (ვრცლად იხ. გვ. 36, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).